,,სარფის“ საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს
By

,,სარფის“ საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს

,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სპეციალურად მოწყობილი სამალავით, კერძოდ, ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ არსებული სივრცის გამოყენებით შეეცადა 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ შემოტანას.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *