By
სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყო
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყო.
შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე, ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge იქნება შესაძლებელი. ქვეყნის მასშტაბით, 83 რეალიზაციის პუნქტი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.