საქართველოსა და იორდანიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და აგრარული თანამშრომლობა ღრმავდება
By

საქართველოსა და იორდანიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და აგრარული თანამშრომლობა ღრმავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ომარ ბარაქათ მნაველ ალ-ნაჰარს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები დეტალურად განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე, სატრანზიტო შესაძლებლობებსა და საერთაშორისო ბაზრებთან წვდომის უპირატესობებზე.

„საქართველოსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება. მოგეხსენებათ, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები სხვადასხვა ქვეყანასთან, რაც ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს გავლით, მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. მოხარული ვიქნები, საქართველოში ვუმასპინძლო ჩემს კოლეგა მინისტრს, რომ პირისპირ განვიხილოთ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და ის შესაძლებლობები, რაც ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

თავის მხრივ, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ელჩმა ხაზი გაუსვა ორმხრივი დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების სიმტკიცეს. ომარ ბარაქათ მნაველ ალ-ნაჰარის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და ურთიერთმხარდაჭერა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *