საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ქედაში
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა და ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის სიახლეები გააცნო.
ითქვა, რომ პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეეებისთვის ერთიან ფორმებს შემოოღებენ, რომლების მომდევნო წლებში, ეტაპობრივად, დანარჩენი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებული გახდება, ქვეყნის მასშტაბით სკოლების მოსწავლეებისთვის ერთიანი სახელმძღვანელოები იქნება. თუ მოსწავლე უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღებას მოისურვებს, მეთორმეტე კლასის კურსის გავლა მასზე იქნება დამოკიდებული, ასევე ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება..
მინისტრმა რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებასა და გაზიარების აუცილებლობას ხაზი გაუსვა.
შეხვედრაზე მოსწავლეთა მშობლებმა მინისტრს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და დეტალური განმარტებები მიიღეს.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე.
მშობლებთან გამართულ შეხვედრას ქედის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, თვითმმართველობის, ქედის რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.
ცოტნე ცაბაძე