საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში, 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს ოჯახთან ერთად შეუერთდა.
მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების დაფასება და მათი ღვაწლის მომავალი თაობებისთვის გადაცემა თითოეული მოქალაქის უმთავრესი მოვალეობაა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემეცნებითი და სპორტული სივრცეები მოეწყო. ვიზიტიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ადგილობრივი ხელოვანებისა და მეწარმეების ნამუშევრებს. საქართველოს ჰიმნი შეასრულეს სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, კაპელამ და ბათუმის სალოტბარო სკოლამ. მუსიკალური პროგრამა სიმფონიური ორკესტრისა და სოლისტების კონცერტით გაგრძელდა, საღამო კი ბენდ „ურსას“ კონცერტით დასრულდა.