საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია
მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უშუქობის გამო არასდროს ექმნება პრობლემა, შესაბამისად რეისებიც არ შეფერხებულა. TAV Georgia-ს წარმომადგენლის, ამირან მამალაძის თქმით, აეროპორტს ავტონომიური კვება აქვს და საჭიროების შემთხვევაში მომენტალურად გადადის გენერატორით მომარაგებაზე, ამიტომ ელექტროენერგიის გათიშვის დროს, აეროპორტს არასდროს ექმნება რაიმე შეფერხება.
„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ხაზგასმით აცხადებს, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. შესაბამისად, მოუწოდებენ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ცნობების გავრცელებისგან.
წუხელ, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია.