საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია – კანადაში
ისტორიაში პირველად, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადაშია. ვიზიტის ფარგლებში, ოტავასა და ტორონტოში მაღალი დონის შეხვედრებია დაგეგმილი, მათ შორის, კანადის პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან.
სამუშაო შეხვედრები გაიმართება სენატისა და თემთა პალატის წამყვან კომიტეტებში, ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროში. საპარლამენტო დელეგაცია უკვე შეხვდა საგარეო და ადამიანური რესურსების კომიტეტების ხელმძღვანელებს.
„ვიზიტის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ ქართულ დიასპორას. თავისთავად, ეს ვიზიტი ემსახურება საქართველოსა და კანადას შორის ურთიერთობების გამყარებას და ამ ურთიერთობების უფრო საინტერესო ეტაპზე გადაყვანას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.