საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა
By

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ  საქართველოში დენგეს ვირუსის დაფიქსირების შესახებ განაცხადა.
მისივე ცნობით, დენგეს ვირუსი წინა კვირაში ერთ პირს დაუდასტურდა. ამასთან, ივანე ჩხაიძეს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

როგორც ცნობილია, ეს არის ვირუსი, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის. დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს. ვირუსი იწყება მწვავე შემცივნებით და ტემპერატურის მატებით 39-41 გრადუსამდე. ასევე, ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. რაც შეეხება ებოლას ვირუსს, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში ებოლას შემთხვევები არ ფიქსირდება და მისი გავრცელების რისკი არ არსებობს.

 

  • No Comments
  • ივნისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *