By
საქართველოში დროგამოშვებით, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 10 – 11 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 10 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 11 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.