By
საქართველო-ყაზახეთის შს მინისტრები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ერჟან სადენოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული თანამშრომლობა და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება საპოლიციო მიმართულებით ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ვიზიტის ფარგლებში, ერჟან სადენოვმა საქართველო-ყაზახეთის უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ხელმძღვანელი პირი მედლებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.