სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ნაწილს დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება ექნებათ
By

 სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ნაწილს დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება ექნებათ

მინისტრების, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრების, რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღება შეეძლებათ. შესაბამისი ცვლილებების ინიციატივით პარლამენტს მთავრობის ადმინისტრაციამ მიმართა.
ცვლილებები „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შედის. მოქმედი წესით, სახელმწიფო-პოლიტიკურ და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შორის მათ მოადგილეებს, დანამატი და ფულადი ჯილდო არ ეძლევათ.
კანონპროექტის მიხედვით, სახელფასო დანამატი გაიცემა ზეგანაკვეთური მუშაობის, დამატებითი ფუნქციების შესრულების, ღამის საათებში, დასვენების დღეებში ან ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ პირობებში მუშაობისთვის.
ფულადი ჯილდო კი შესაძლებელი იქნება სანიმუშო მუშაობის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურის ან განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებების მიზანია იმ პირების მატერიალური წახალისება, რომლებიც უწყებების საქმიანობაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ და განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულებაზე არიან პასუხისმგებლები.

  • No Comments
  • მაისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *