საჯარო სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდნენ
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.
თამარ მახარაშვილმა შეხვედრების მონაწილეებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოები, ეროვნული სასწავლო გეგმა, განახლებული საგნობრივი სტანდარტები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის მექანიზმები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრეთ შესაძლებლობა ჰქონდათ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.