By
საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე და მოადგილე რავშან ბეჟანიძე ქალაქ ბათუმის N22 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
მიმდინარეობს რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს ფასადის სრულად შეფუთვას საფასადე ფილებით, ასევე, ფანჯრების შეცვლას.
აღსანიშნავია, რომ უკვე განხორციელდა სახურავის რეაბილიტაცია, ხოლო პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაიწყება მეორე ეტაპის სამუშაოებიც, რაც შიდა სრულ რეაბილიტაციას და ტერიტორიის კეთილმოწყობას მოიცავს.
პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 900 000 ლარია.