By
სეზონის საუკეთესო გოლების რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელია მე-4 ადგილზეა
უეფამ 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო გოლების რეიტინგი გამოაქვეყნა.
ათი ყველაზე სანახაობრივი გოლის სია ორგანიზაციის ტექნიკური დამკვირვებლების ჯგუფმა შეადგინა. პირველობა „რეალის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ მოიპოვა, რომელმაც მერვედფინალის პირველ მატჩში „მანჩესტერ სიტის“ ულამაზესი გოლი გაუტანა.
პრესტიჟულ რეიტინგში საქართველოს ნაკრების კაპიტანიც მოხვდა. ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტას“ რამდენიმე მცველს დრიბლინგით გასცდა და არანაკლებ ეფექტური დარტყმით კარი აიღო. პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი რეიტინგში მე-4 ადგილზეა.
2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის 10 საუკეთესო გოლი უეფას მიხედვით:
- ფედერიკო ვალვერდე (რეალი – მანჩესტერ სიტი 3:0)
- მიკი ვან დე ვენი (ტოტენჰემი – კოპენჰაგენი 4:0)
- ლუის დიასი (პსჟ – ბაიერნი 5:4)
- ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ -ატალანტა4:0)
- ჰარიკეინი(ბაიერნი – ატალანტა 4:1)
- ლამინიამალი (ბრიუგე – ბარსელონა 3:3)
- ვიტინია(პსჟ – ტოტენჰემი 5:3)
- ანატოლიტრუბინი(ბენფიკა – რეალი – 4:2)
- ვლადდრაგომირი(პაფოსი – პრაღა სლავია 4:1)
- ნონიმადუეკე (ბრიუგე – არსენალი 0:3)