სკრინინგის მორიგი კამპანია – ქედაში
By

სკრინინგის მორიგი კამპანია – ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში სკრინინგის მორიგი კამპანია გაიმართა. კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა მოსახლეობას უფასოდ ჩაუტარა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი, ასევე, ტუბერკულოზის, B,C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის კვლევები.

კამპანიის მიზანია დაავადებების ადრეული გამოვლენა, დროული დიაგნოსტიკა და პრევენცია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების განვითარების რისკს და ზრდის ეფექტიანი მკურნალობის შესაძლებლობას.

გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხორციელდება. ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ. ასევე, სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება B,C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით.

სკრინინგის მიმდინარეობას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსი დავით თედორაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქედის განყოფილების უფროსი ლეილა ბოლქვაძე დაესწრნენ.

თამაზ მგზავრიძე

 

 

  • No Comments
  • ივლისი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *