By
სტამბოლი სამმხრივ მინისტერიალს უმასპინძლებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
8 ივნისს სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. უწყების ცნობით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, მხარეები ხელს მოაწერენ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას – სტამბოლის დეკლარაციას.
მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. იგი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაქან ფიდანს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდება, სადაც მხარეები ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.