სულხან თამაზაშვილი სომხეთის უსაფრთხოების დირექტორ ანდრანიკ სიმონიანს შეხვდა
By

სულხან თამაზაშვილი სომხეთის უსაფრთხოების დირექტორ ანდრანიკ სიმონიანს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ეწვია, სადაც უწყების დირექტორ ანდრანიკ სიმონიანს, შეხვდა.

შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ, მათ შორის, მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში კოორდინაციის მექანიზმების შემდგომი განვითარების
საკითხებს.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ორ უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და მზადყოფნა გამოთქვა საერთო ინტერესის სფეროებში სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მიმართულებით.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

  • No Comments
  • ივლისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *