ტატა ხვედელიანი – მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დამნაშავე და წესების დადგენის არავითარ უფლებაზე საუბარი არაა
„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ტატა ხვედელიანმა მედიასთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო აგიტაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი ციხიდან საკუთარ პარტიას სრულფასოვნად მართავს.
როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, სააკაშვილი რომ ციხიდან წესებს ადგინს ეს ,,ქართული ოცნების“ დამსახურებაა.
„მაშინ, როდესაც გვყვავს „სინდისის პატიმრები“, რომელთა ნახვაც ჩვენთვის სანატრელია, მაშინ, როდესაც გიორგი გახარია, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შეთითხნილი ბრალდებების გამო სისხლისსამართლებრივ დევნაშია და სრულფასოვანი პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობა არ ეძლევა, ამ დროს, ვხედავთ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს, როგორ ახერხებს პირდაპირ ეთერში აგიტაციას, საკუთარი პარტიის წევრებთან საუბარს. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დამნაშავე და წესების დადგენის არავითარ უფლებაზე საუბარი არაა. ის თუ წესებს ადგენს, „ოცნების“ დამსახურებაა, რადგან „ოცნება“ ამით სარგებელს იღებს და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.