ტბეთელი ალექსანდრე ჭურკვეიძე საქართველოს ორგზის ჩემპიონია
By

ტბეთელი ალექსანდრე ჭურკვეიძე საქართველოს ორგზის ჩემპიონია

შემთხვევითი არაა, რომ შუახევის რაიონის სოფელ ტბეთში მცხოვრებ ჭურკვეიძეების ერთ განაყოფს ყოჩიაშვილებად მოიხსენებენ. მათი წინაპარი მარდი და ახოვანი ვაჟკაცი ყოფილა. ფიზიკური აღნაგობით ალექსანდრეს ბაბუა – მევლუდი და მამა – იაგოც გამორჩეულები არიან. 10 წლის ალექსანდრეც წინაპრების კვალზე მიდის. იგი 4 წლისა იყო, როცა მშობლებმა სავარჯიშოდ კარატე „გოჯურიო დოში“ შეიყვანეს.

იგი 2022 წელს გახდა პირველად საქართველოს ჩემპიონი და ოქროს მედალს დაეუფლა. მიმდინარე წლის  მაისის პირველ ნახევარში თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა  და 35კგ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა. ალექსანდრე აჭარის ოთხგზის ჩემპიონიცაა.

მშობლები და ახლობლები 10 წლის ყმაწვილის წარმატებას მის  სენსეებს (მასწავლებლებს) მიხეილ მელუასა და გულადი თხილაიშვილს უმადლიან.

ცოტნე ცაბაძე

 

  • No Comments
  • მაისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *