By
ტიბეტში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ტიბეტის რეგიონში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც, სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას BBC-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები გაგზავნა. დაშავებულია 54 ადამიანი.
მიწისძვრის ეპიცენტრი ნაგჩუს რეგიონის ბაკენის ოლქში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, 300-ზე მეტი სახლი ჩამოინგრა, რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება დიდწილად შეწყდა.