ტრამპმა ირანზე დარტყმის ბრძანება თურქეთში ნატოს სამიტის დროს გასცა
By

ტრამპმა ირანზე დარტყმის ბრძანება თურქეთში ნატოს სამიტის დროს გასცა

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე დარტყმის გეგმა დაამტკიცა და შესაბამისი ბრძანება თურქეთში მიმდინარე ნატოს სამიტის დროს გასცა.

ტრამპმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეხვედრა გამართა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ხაზინის მდივანთან სკოტ ბესენტთან, რომლებიც მასთან ერთად თურქეთში საპრეზიდენტო თვითმფრინავით ჩაფრინდნენ.

AXIOS-ის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებული შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი დენ კეინი და სხვა მაღალჩინოსნები, რომლებიც აგრეთვე ნატოს სამიტზე თურქეთში იმყოფებოდნენ, წერს AXIOS-ი.

„ეს პასუხი პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო ტერორიზმის აქტებთან, რომლებიც ირანმა ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებულ, მშვიდობიან გემებზე განახორციელა. ირანელებმა იციან მათი სასაცილო ქმედებების შედეგები, თუმცა მათ მაინც გადაწყვიტეს ამ თავდასხმების განხორციელება“, – განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამერიკელმა სამხედროებმა ირანზე იერიშები მიიტანეს. ამერიკული მხარის მტკიცებით, იერიშები მიზნად ისახავდა ირანის მიერ საერთაშორისო წყლებში სამოქალაქო გემების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის „მძიმე საფასურის“ დაკისრებას.

 

 

  • No Comments
  • ივლისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *