By
„ტურიზმი: გამოწვევები და მდგრადი განვითარება“
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული VII საერთაშორისო სამეცნიერო-კონფერენციაში „ტურიზმი: გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ორდღიან კონფერენციაზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები, ტურიზმის მდგრადი განვითარება, ასევე სახელმწიფო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.
საერთაშორისო კონფერენციაში გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, უკრაინის, ლატვიის, აზერაბაიჯანის, ყაზახეთისა და უზბეკეთის უნივერსიტეტებიდან 52 დელეგატი, ჯამში კი 200 სტუმარი მონაწილეობს.