ტურნირი მინი-ფეხბურთში
აჭარის რეგიონალური მინი-ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტებს შორის მინი-ფეხბურთში ტურნირი გაიმართა. იგი წელს მეშვიდედ ჩატარდა და მისი მიზანი მუნიციპალიტეტში სპორტული აქტივობის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და გუნდური თანამშრომლობის წახალისებაა.
შეჯიბრებაში აჭარის მუნიციპალიტეტების 11 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც ორ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. ფინალში ერთმანეთს ხელვაჩაურისა და ქედის გუნდები შეხვდნენ. ანგარიშით 4:0 ხელვაჩაურის გუნდმა მოიგო და პირველი ადგილი დაისაკუთრა.
გამარჯვებული გუნდი თასით, მედლებით და სპორტული ეკიპირებით დაჯილდოვდა.
– მონაწილე გუნდები ორ ქვეჯგუფად დაიყო, პირველში-5 გუნდი, მეორეში – 6 მონაწილეობდა. ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდა. ასეთი ტურნირები ხელს უწყობს მასობრივი სპორტის პოპულარიზაციასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ვულოცავ ხელვაჩაურის გუნდს წარმატებულ ტურნირს, – თქვა აჭარის რეგიონალური მინი-ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ბარაბაძემ.
მანანა ძიძიშვილი