უკრაინაზე რუსეთის საჰაერო დარტყმის დროს ხუთი დრონი მოლდოვის ტერიტორიაზე შეფრინდა
27 აგვისტოს, ღამით, უკრაინაზე რუსეთის მიერ მორიგი საჰაერო თავდასხმის დროს მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი დრონი შეიჭრა, – ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
„ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის თავზე უნებართვო გადაფრენები უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად მოხდა. ეროვნული ხელისუფლება, პარტნიორებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებს“, – განაცხადა მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ.
შეგახსენებთ, მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის ხშირი ინციდენტი რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება. მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს თქმით კი რუსული დრონების მიერ მისი ქვეყნის საჰაერო სივრცის ხშირი დარღვევები გამოწვეულია იმით, რომ უკრაინას მათ მოსაგერიებლად საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს.