უკრაინა, რუსეთის „დასაწვავად“, მოკავშირეებისგან 20 მილიარდ დოლარს მოითხოვს
უკრაინის თავდაცვის სექტორის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, უკრაინა, ბრძოლის ველზე რუსეთთან დროებითი უპირატესობის გასამყარებლად, მოკავშირეებისგან დამატებით 20 მილიარდ დოლარს ითხოვს.
„ყველა ხედავს, რომ რუსეთი იწვის და ჩვენ გვინდა, რომ ის კიდევ უფრო დაიწვას, მაგრამ ამისთვის დაფინანსება გვჭირდება“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა ერთ-ერთ გამოცემასთან ანონიმურობის პირობით.
უკრაინა 20 მილიარდი დოლარის შესახებ თხოვნას 18 ივნისს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. რამშტეინის ფორმატის შემდეგ შეხვედრაზე წარადგენს.
ოფიციალური პირის განმარტებით, მიზნის მისაღწევად თითოეულ მოკავშირეს 2-დან 6 მილიარდ დოლარამდე სთხოვენ და ეს შეიძლება იყოს დახმარების ან სესხის სახით.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის დახმარება ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ივლისში, ნატოს ლიდერების ანკარაში დაგეგმილ სამიტზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.
უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტი წელს 4.4 ტრილიონი გრივნა (85 მილიარდი ევრო) იქნება და 20 მილიარდი დოლარი ამ თანხას უნდა დაემატოს.
უკრაინა მშპ-ს დაახლოებით 40 პროცენტს თავდაცვაზე ხარჯავს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.