უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის 12 გემს შეუტიეს
By

უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის 12 გემს შეუტიეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის რობერტ „მადიარ“ ბროვდის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა დღეს შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 12 გემს შეუტიეს.

მისი თქმით, დაზიანებულ გემებს შორის 9 მშრალი ტვირთმზიდი გემი, ერთი ნავთობტანკერი, გაზის გადამზიდი 2 ხომალდი და ერთი საბუქსირე გემია.

ბროვდის თქმით, ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „მოლოჩკა“, 6 ივლისიდან მიმდინარეობს და მისი მიზანი აზოვისა და შავი ზღვების ტერიტორიაზე მოქმედი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ განადგურებაა.

ბროვდის ინფორმაციით, ამ პერიოდში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა 159 გემს შეუტიეს. აქედან 117 გემს აზოვის ზღვაში, 42 კი – შავ ზღვაში დაარტყეს.

 

  • No Comments
  • ივლისი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *