უკრაინული დრონებით რუსეთის ქალაქ პერმზე იერიში მიიტანეს
By

უკრაინული დრონებით რუსეთის ქალაქ პერმზე იერიში მიიტანეს

დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ურალში მდებარე ქალაქ პერმს, სადაც „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პერმის მხარის ტერიტორიული უსაფრთხოების სამინისტრომ დრონებით თავდასხმის ფაქტი დაადასტურა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებენ.

ამასთან, ეს თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა, მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 29 ივლისს წარმატებით განახორციელა თავდასხმა პერმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უკრაინიდან 1 500 კმ-ზე მეტი მანძილითაა დაშორებული.

ცნობისთვის, „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზი“ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომლის სიმძლავრეც წელიწადში თითქმის 13 მილიონ ტონას შეადგენს. ქარხანა საწვავით ამარაგებს როგორც სამოქალაქო სექტორს, ასევე, რუსეთის სამხედრო ძალებს.

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *