By
„უნგრეთი არ გააგზავნის შეიარაღებას ან ჯარისკაცებს უკრაინაში“
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ბუდაპეშტი არ გააგზავნის უკრაინაში არც შეიარაღებას და არც სამხედრო მოსამსახურეებს.
„უკრაინა არის მსხვერპლი, ხოლო რუსეთი სასტიკი აგრესორია. უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, მაგრამ როგორც ადრე ბევრჯერ მითქვამს, უნგრეთი არ გააგზავნის შეიარაღებას ან ჯარისკაცებს უკრაინაში“, – განაცხადა მადიარმა.
მადიარის თქმით, გუშინ მან მოკლე საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რის შედეგადაც შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.