უნებართვოდ განთავსებული სარეკლამო ბანერების დემონტაჟი განხორციელდება
By

უნებართვოდ განთავსებული სარეკლამო ბანერების დემონტაჟი განხორციელდება

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ  უნებართვო რეკლამის განთავსებასა და არასათანადო რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისთვის დადგენილი წესების დარღვევებზე მონიტორინგი დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება, ეტაპობრივად, ბათუმის მასშტაბით, ყველა ლოკაციაზე მოხდება და უნებართვოდ განთავსებული სარეკლამო ბანერების დემონტაჟი განხორციელდება.

უწყების ინფორმაციით, აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში, დამატებით უცხოურ ენაზე, თუმცა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენას.

არასათანადო რეკლამის წარმოება-გავრცელებისთვის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტზე ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული კი 3000 ლარით ჯარიმდება. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორების ფაქტზე კი იგივე ობიექტი 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

  • No Comments
  • ოქტომბერი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *