უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
By

უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, თურქეთის, ეგვიპტის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ბელარუსის, პაკისტანის, უზბეკეთის, ბანგლადეშის, ყირგიზეთის, ეთიოპიის, იორდანიის, შრი-ლანკის და სხვა სახელმწიფოების ჯამში 78 მოქალაქე.

უწყების ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *