ქართული ღვინო იტალიის საერთაშორისო გამოფენაზე
By

ქართული ღვინო იტალიის საერთაშორისო გამოფენაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება.
მინისტრმა ვერონაში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Vinitaly, წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა. მას უმასპინძლეს იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ და საგამოფენო ცენტრის Veronafiere-ს პრეზიდენტმა ფედერიკო ბრიკოლომ.
დავით სონღულაშვილი ვერონაში იტალიელი კოლეგის მიწვევით იმყოფება. Vinitaly ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენაა, სადაც 30-ზე მეტი ქვეყანა და იტალიის მეღვინეობის ყველა რეგიონი მონაწილეობს.
გამოფენა მოიცავს თემატურ დისკუსიებს, კონფერენციებს, დეგუსტაციებსა და ორმხრივ შეხვედრებს, რაც მას მნიშვნელოვან პლატფორმად აქცევს მეღვინეობის ქვეყნებისთვის წარმოებისა და გაყიდვების ტენდენციების გასაცნობად.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში – „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“, სადაც ისაუბრა ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობის ნაწილის, კულტურულ მნიშვნელობასა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი ადგილის შესახებ.

  • No Comments
  • აპრილი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *