ღირსეული მამულიშვილი გაიხსენეს
By

 ღირსეული მამულიშვილი გაიხსენეს

აჭარის  საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს – ხელვაჩაურის  არქივში გაიმართა დავით მამულაძის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.  იგი  გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საარქივო სამმართველოს უფროსი ბესიკ ბაუჩაძე.
მოხსენებით: „დავით მამულაძის ცხოვრება და ღვაწლი“,  საზოგადოების წინაშე წარსდგა საარქივო სამმართველოს საზღვარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის, პუბლიკაციისა და გამოყენების სამსახურის უფროსი ბსუ-ის  პროფესორი თამაზ ფუტკარაძე,  სიტყვით გამოვიდნენ საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე,  ემერიტუს-პროფესორები სერგო დუმბაძე, ნოდარ ბარამიძე და დავით მამულაძის შვილიშვილი დავით მამულაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილე ანზორ თხილაიშვილი   ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, აღმასრულებელი ორგანოების   წარმომადგენლები,  საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანო ხელვაჩაურის არქივის თანამშრომლები.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *