„ყირგიზეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა“
By

„ყირგიზეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა“

ბუნებრივია, ყირგიზეთისთვის, ისევე, როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობის გაძლიერება, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ამას აქვს მარტივი მიზეზი – საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან.

„საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას საბოლოოდ შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან. აქედან გამომდინარე, ყირგიზეთისთვის მნიშვნელოვანია ჩვენთან თანამშრომლობა ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაღრმავება“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

  • No Comments
  • ივნისი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *