შალვა პაპუაშვილი აფრიმ გაშის შეხვდა
By

შალვა პაპუაშვილი აფრიმ გაშის შეხვდა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტ აფრიმ გაშის შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს აფრიმ გაშის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პლენარულ სესიაში მისი მონაწილეობის პარალელურად განხორციელდა.

„შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ მაკედონიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას.

აფრიმ გაშიმ განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ეტაპია. მისი თქმით, ორი ქვეყნის მოსახლეობამ მეტი უნდა იცოდეს ერთმანეთის შესახებ – მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება, რათა ჩრდილოეთ მაკედონიაში მეტი გაიგონ საქართველოს მდიდარი ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ“, – ვკითხულობთ პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ივლისი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *