შალვა პაპუაშვილი – საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს
By

 შალვა პაპუაშვილი – საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანსა და პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს ჭაო იდესს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ჩინეთში იმყოფება, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
„დღეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელმაც უკვე მოიტანა კონკრეტული ეკონომიკური შედეგები. სავაჭრო პროდუქციის დაახლოებით 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან. უვიზო რეჟიმმა ასევე გაზარდა ტურისტების რაოდენობა როგორც საქართველოდან ჩინეთში, ისე ჩინეთიდან საქართველოში, რაც ხალხთა შორის ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლის გაღრმავებას უწყობს ხელს.
ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის ნაწილი იყო, ხოლო დღეს ტრანსკასპიური მარშრუტის, ე.წ. შუა დერეფნის ნაწილია. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ პარტნიორობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ჩინეთი საქართველოსთვის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია.

  • No Comments
  • მაისი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *