შალვა პაპუაშვილმა ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
By

შალვა პაპუაშვილმა ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას  საქართველოს პარლამენტის პრესამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობიდან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანას, როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპს.

აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა ჩინეთში  შალვა პაპუაშვილის  ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე და გამართულ ნაყოფიერ შეხვედრებზე.

შეხვედრაზე ორივე მხარემ განიხილა  მზარდი საპარლამენტო თანამშრომლობა.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეხვედრაზე  ისაუბრეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართულებებზე, განიხილეს რეგიონული პოლიტიკის საკითხები და ხაზი გაუსვეს  დაკავშირებადობის კუთხით შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

  • No Comments
  • ივლისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *