შეხვედრა – ახალგაზრდებთან
By

შეხვედრა – ახალგაზრდებთან

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, YRC კლუბის წევრებთან და კინოხელოვნების ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მოადგილე რავშან ბეჟანიძე, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორი ნინო დოლიძე, მოადგილეები დათა კობალაძე და უჩა აბრამიშვილი, რეჟისორი და ტრენერი სოსო სტურუა ესწრებოდნენ. ინფორმაციას ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრი ავრცელებს.

შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენელმა პრეზენტაციის სახით განიხილა მიმდინარე წელს კლუბის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და აქტივობები. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ საკუთარ გამოცდილებაზე, ემოციებზე და იმ მეგობრულ გარემოზე, რაც მათ კლუბთან აკავშირებთ.

გაიმართა იმ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, რომელიც მონაწილეებმა კინოხელოვნების ბანაკის ფარგლებში გადაიღეს. ახალგაზრდებმა ისაუბრეს თავიანთ ნამუშევრებზე, რეჟისორმა სოსო სტურუამ შეაფასა ფილმები, ისაუბრა იმ ბანაკზე, რომელსაც თავად უძღვებოდა 5 დღის განმავლობაში.

  • No Comments
  • ივლისი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *