By
შეხვედრა საქართველოში ინდოეთის ელჩთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩ ამით კუმარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მზარდ, დადებით დინამიკას. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხს და თანამშრომლობის გაძლიერების გზებს სავაჭრო-ეკონომიკური სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ტურისტულ, განათლებისა და სხვა სფეროებში.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური კომუნიკაცია ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების ხელშეწყობისთვის.