შეხვედრა ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში
By

შეხვედრა ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში

აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აჭარაში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.

შეხვედრაზე ვლადიმერ მგალობლიშვილმა სტუმრებს აჭარის კულტურის სამინისტროს სტრუქტურა, საქმიანობის პრინციპები, არსებული პროგრამები და მასშტაბური პროექტები გააცნო.

შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, დელეგაციის წევრები გაეცნენ ცენტრის ინფრასტრუქტურას, საკონცერტო დარბაზსა და სამუზეუმო სივრცეს.

პოლონეთის დელეგაციის სასწავლო ვიზიტი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო სილეზიას შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შეთანხმების, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

 

  • No Comments
  • ივლისი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *