შეხვედრები ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა
ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ნიგაზეულში, ნენიაში, ფურტიოსა და ბუთურაულში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მოეწყო.
შეხვედრებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე, ზამლეთის თემის მაჟორიტარი საკრებულოს წევრი გოჩა მიქელაძე, მერის წარმომადგენელი ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ბიჭიკო ხიმშიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრებზე ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. საერთო კრებებზე მოსახლეობამ გარე განათების სისტემის მოწყობა ისურვა.
შუახევის მუნციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, საკონსულტაციო შეხვედრები ყველა სოფელში დასრულდა და 628 ათასი ლარი მოსახლეობის სურვილისამებრ გადანაწილდა. პროგრამა მიზნად ისახავს მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.
შერჩეული პროექტები წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად და უახლოეს პერიოდში დაიწყება მათი განხორციელება.
თამაზ მგზავრიძე