შსს-მ საქართველოდან უცხოეთის კიდევ 107 მოქალაქე გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, უწყების სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად საქართველოდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გაიყვანა.
სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინეს სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს, მათ შორის იორდანიის, ინდოეთის, ეგვიპტის, ლიბანის, ალჟირის, ფილიპინების, სომხეთის, უზბეკეთის, თურქეთის, რუსეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ერაყის, კენიის, ნეპალის, ნიგერიის, ტაილანდისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ თითოეულ პირს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა გარკვეული ვადით აეკრძალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ მიმართული საპოლიციო კონტროლი აქტიურ რეჟიმში გრძელდება, წლის დასაწყისიდან დღემდე მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნიდან სულ 3 300-მდე პირი გააძევეს.