ჩინური ენერგეტიკული გიგანტის ინტერესი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მიმართ
By

ჩინური ენერგეტიკული გიგანტის ინტერესი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მიმართ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის, China Energy Engineering Corporation International Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ციაო სიუპინს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელს საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის, მზარდ როლს და ისეთ სტრატეგიულ პროექტებს, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფნები.
მხარეებმა ასევე, განიხილეს განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვების სისტემებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ ჩინური კომპანიების ინტერესი იზრდება.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ.
China Energy Engineering Corporation International Group-ი მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონში ახორციელებს პროექტებს.

  • No Comments
  • ნოემბერი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *