ცნობილია 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი
By

ცნობილია 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

რაც შეეხება 2026 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 2 ივლისსა (პირველი და მეორე სესია) და 3 ივლისს (პირველი და მეორე სესია) გაიმართება, ოსური ენის გამოცდა კი 2 ივლისს (პირველი სესია) იქნება.

უცხოურ ენას რაც შეეხება, გამოცდების განრიგი ასეთია: 6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) – ფრანგული ენა;

მათემატიკის გამოცდა აბიტურიენტებს 10 ივლისს (პირველი და მეორე სესია) ექნებათ; ისტორიის – 13 ივლისსა (პირველი და მეორე სესია) და 14 ივლისს (პირველი სესია);

ქიმიის გამოცდა 14 ივლისს (მეორე სესია) იქნება; სამოქალაქო განათლების – 15 ივლისს (პირველი სესია); ბიოლოგიის – 16 ივლისს (პირველი სესია); ზოგადი უნარების (სომხურ ენაზე) – 17 ივლისს (პირველი სესია); ზოგადი უნარები – (აზერბაიჯანულ ენაზე) 17 ივლისს (პირველი სესია); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების – 17 ივლისს (პირველი სესია); გეოგრაფიის – 20 ივლისს (მეორე სესია); ლიტერატურის – 21 ივლისს (პირველი სესია); ფიზიკის – 22 ივლისს (პირველი სესია).

რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულების საგამოცდო პროცესს, NAEC-ის ინფორმაციით, პედაგოგები პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.

ამასთან, 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.

„გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში“, – ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივნისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *