ცოტნე ანანიძემ ელჩს  დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა  
By

ცოტნე ანანიძემ ელჩს  დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა  

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და საქართველოს პარალამენტის წევრი, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მუსტაფა თურქერ არის და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელს ქალაქ ბათუმში ბანუ თერზიოღლუს შეხვდნენ.

აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ცოტნე ანანიძემ ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონთა შორის ურთიერთობებზე.

საპატიო სტუმარმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის მრავალმხრივი რეგიონული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

  • No Comments
  • მაისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *