ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე – ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ
By

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე – ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას კვლავ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ზურაბიშვილი მედიასთან საუბარში ოპოზიციას აკრიტიკებს და მოუწოდებს, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესი, რადგან სხვაგვარად, ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატება შეუძლებელია.

სალომე ზურაბიშვილის გეგმას სოციალურ ქსელში ეხმაურება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე. მისი თქმით, ოპოზიციაში ერთმანეთს ატყუებენ.

,,ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაერთიანება გამარჯვების ფორმულაა. ეს ფორმულა არაერთგზის დამარცხდა“, – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

  • No Comments
  • ივლისი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *