By
ცოტნე ანანიძე ჯო უილსონის განცხადებას პასუხობს
ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც იგი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაკრძალვას „ოცნების ყალბი პრეზიდენტიც“ დაესწრება, რათა ირანსა და ამერიკას შორის გააღრმაოს ურთიერთობა.
„დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე დიდი მოძულეები იკრიბებიან. „ქართული ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კი გეგმავს იქ ჩასვლას, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის გააღრმავოს ეს უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი“, – წერს უილსონი.
აღნიშნულ პოსტს ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.
„თუ რამეა ამ ქვეყანაში სიყალბე, ეს სწორედ ოპოზიციის ფასიანი პოლიტიკური შოუმენის ჯო უილსონის დარდია საქართველოზე!“ – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.