წელს საქართველოდან 2 203 არალეგალი მიგრანტია გაძევებული
By

წელს საქართველოდან 2 203 არალეგალი მიგრანტია გაძევებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, ნიგერიის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, უზბეკეთის, სუდანის, კენიის, პარაგვაის, ფილიპინების, იორდანიის, უგანდის, ლიბანის და სხვა სახელმწიფოების, ჯამში, 113 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს საქართველოდან უკვე გაძევებულია 2 203 არალეგალი მიგრანტი, რაც 2025 წლის ჯამურ მაჩვენებელს 70%-ით აღემატება.

  • No Comments
  • ივლისი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *