ხელვაჩაურში დამცავი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
By

ხელვაჩაურში დამცავი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფერდსამაგრი და ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

შარაბიძეებისა და თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებული პროექტების ფარგლებში, სოფელ ერგეში, მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან, ფერდსამაგრი კედელი ეწყობა, ხოლო სოფელ ზედა თხილნარში, ასევე, საცხოვრებელ სახლთან, გაბიონის მოწყობა უკვე დასრულებულია.

სოფელ მახოში, მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან, ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მეწყრული საფრთხეების პრევენციას ემსახურება.

მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის დელეგატმა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძემ, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, ასევე, მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *