By
ხვალიდან პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება
18 ივლისიდან ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება. ორმხრივი მოძრაობის აღდგენის მიზნით ქუჩაზე შესაბამისი სამუშაოები უკვე განხორციელდა. დამონტაჟდა ახალი და მოიხსნა ძველი საგზაო ნიშნები, განახლდა საგზაო მონიშვნები (მიმმართველი ისრები, გზაგამყოფი ზოლები და სხვ.), შუქნიშნები გადაეწყო ახალი, ორმხრივი მოძრაობის რეჟიმზე.
ბათუმის ავტოტრანსპორტი მოსახლეობას აფრთხილებს, იყვნენ ყურადღებით და გადაადგილებისას ყურადღება მიაქციონ განახლებულ საგზაო ნიშნებს, საგზაო მონიშვნებს, შუქნიშნების სიგნალებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.