„ხმა ტაო-კლარჯეთიდან“
შუახევის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილების ორგანიზებით მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიცია „ხმა ტაო-კლარჯეთიდან“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში ისტორიული მეხსიერების გაღრმავება, ეროვნული ღირებულებების პატივისცემა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის გადაცემა.
შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს ტაო-კლარჯეთის ისტორია, ქართული ენის, ეროვნული კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის ცალკეული ეპიზოდები.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფრიდონ დავითაძე, შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი მაია დავითაძე, მწერალი ვახტანგ გოგრაჭაძე.
ცოტნე ცაბაძე